Wednesday, February 17, 2016

სკოლის ისტორია

   

სსიპ ქუთაისის N19 საჯარო სკოლის შენობის ადგილზე (გოგებაშვილის ქუჩა N17) იყო საცხოვრებელი სახლი, რომელიც ეკუთვნოდა გენერალ გიორგი მაჭავარიანს (თვით ქუჩაც გენერალ  მაჭავარიანის სახელს ატარებდა). გენერლის გარდაცვალების შემდეგ მდგმურის სახით დასახელებულ სახლში უცხოვრია მწერალ სიმონ გუგუნავას, რომლის გარდაცვალების შემდეგ სახლი ჩაუბარებია მთავრობას და ამ სახლის ტერიტორიაზე 1900 წელს აუშენებია სასკოლო შენობა. 1921 წლამდე აღნიშნულ სასკოლო შენობაში ყოფილა ქალაქის ორკლასიანი სკოლა, რომელიც დაუკომპლექტებიათ 3 მოსამზადებელი ჯგუფით და 2 კლასით. სკოლის გამგე ყოფილა თამარ მაჭავარიანი. 1921 წელს ზემოთხსენებული სკოლის შენობაში მოუთავსებიათ მე-6 მთლიანი შრომის სკოლა, რომელიც დაუკომპლექტებიათ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მასწავლებლებით. სკოლას შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა 1 შვიდწლიანი შრომის სკოლა, რომელსაც 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა თამარ მაჭავარიანი.
           1930
წლიდან სკოლა იწოდებოდა ,, პირველ დამკვრელ შვიდწლედად . მასწავლებელთა შემადგენლობა გადახალისდა ახალგაზრდა კადრებით. სკოლის გამგედ დაინიშნა მწერალი მამია ასათიანი.
           1932
წელს სკოლა გადაკეთდა პირველ დამკვრელ ათწლედად. სკოლის გამგედ დაინიშნა გაბრიელ კაკაბაძე.
            1937
წელს სკოლას ეწოდა მე-4 საშუალო სკოლა, დირექტორი- ამირან დიასამიძე. 
            1943
წელს სკოლა გადაკეთდა ქალთა მე-4 საშუალო სკოლად, რომლის დირექტორად დაინიშნა სამოქალაქო ომის გმირის ვასილ კიკვიძის და - ვერიკო კიკვიძე.
            1954
წელს ქალთა და ვაჟთა სკოლების შეერთების შედეგად ქალთა მე-4 საშუალო სკოლის ნაცვლად დაარსდა მე-19 საშუალო სკოლა, რომლის დირექტორად დაინიშნა ივანე ვარლამიშვილი.            
            1959
წლის იანვრიდან სკოლის დირექტორია ისააკ ბალანჩივაძე- საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.       
            1967
წლიდან - დავით ყურულაშვილი 
            1974
წლიდან - რუბენ კიკოლიაშვილი       
            1984
წლიდან - რეზო მახარაძე 
            1998
წლიდან - სკოლამ  განიცადა რეორგანიზაცია, ეწოდა მესამე დაწყებითი სკოლა, დირექტორი იყო დოცენტი თეიმურაზ ლოლაძე.       
            2005
წლიდან სკოლა ფუნქციონირებს მე-19 საჯარო სკოლის სახელით, რომლის დირექტორი 2011 წლამდე იყო მაკა ნაცვლიშვილი. 
            2011
წლიდან სკოლის დირექტორი იყო ირმა კლდიაშვილი.           
            2013
წლიდან   სკოლის დირექტორია ნატო კუხიანიძე.       
           
სკოლაში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ღვაწლმოსილი პედაგოგები: აგნესა ლომაძე, ოლია ნადირაძე, სიმა თავდიდიშვილი, გრიზელდა თვალთვაძე,   თენგიზ ფიჩხაძე, ლილი ნოსელიძე, ზინა სვინტრაძე, შოთა კვირიკაშვილი,  ვახტანგ თავხელიძე,ქსენია უგრეხელიძე, ბაბი გელოვანი,  მურმან ანჯაფარიძე,   პავლე კიკაჩეიშვილი, თამარ სულავა, თამარ მურღულია, ნორა ქოქოსაძე,  ცაცანა წერეთელი,თამარ ჩიქვინიძე, ელენე ჯანელიძე, ლამარა გოგაძე,   თამარ ყუფარაძე, რაჟდენ სვანიძე,ზეინაბ ჭოლაძე, ლიანა ასათიანი, მერი მინდიაშვილი,  ეთერ დოგრაშვილი, გულნარა ქავთარაძე, მედიკო ნოსელიძე, ენიზა ხაზარაძე, კლარა გვაზავა, ცანინა აბდალაძე, ლამარა ხანთაძე, დარიკო გიორგაძე, მალვინა კონსტანტინოპოლსკაია, ოთარ სანებლიძე, გულნარა შვანგირაძე, ლამარა ნუცუბიძე, ნანული როინიშვილი, ნესტან გრიგოლია, ეთერ ნიჟარაძე, ზურაბ ბართაია, ჯანიკო ბურჯანაძე და სხვები...
         
ჩვენი სკოლის საამაყო აღზრდილები:
         აკადემიკოსი რაფიელ დვალი - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი.       
       
. ჩხეიძე - ფინანსთა ყოფილი მინისტრი.
        ალ. აფხაიძე - საქართველოს სახალხო არტისტი, დრამატურგი.
        . აბზიანიძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
        . ფიჩხაძე - ისტორიულ  მეცნიერებათა კანდიდატი.
        . ლომიძე - ისტორიულ  მეცნიერებათა დოქტორი.
        . ძოწენიძე- ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.
        . ლოლაძე- საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ყოფილი რექტორი, ტექნიკურ- მეცნიერებათა დოქტორი.
        . გეგელაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
        . კვიტაშვილი - მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
        . ნაცვლიშვილი - ქუთაისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი.
        . გვენეტაძე - ისტორიული მეცნიერებათა დოქტორი.
        . ვაშაკიძე - . მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი.
         სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც:გოგი კოპალიანი, კოტე ჭარხალაშვილი, გრიგოლ თავხელიძე, რამაზ კერძაია,  ნანა კოხრეიძე, ინგა ნიკოლეიშვილი, მანანა ბუცხრიკიძე, ეკა სოფრომაძე, სულხან ჯაიანი, მაკა ხეცურიანი, ეკა ფაშკურიძე, ნატალია ბაბუხადია, მაკა კოპალიანი,ვახტანგ ჭანჭალეიშვილი, მადონა მუშკუდიანი, მინდია ბერეკაშვილი, ირაკლი ბეჟუაშვილი, მანანა ქურციკიძე, პაატა ჯაფარიძე, თემურაზ  პატარიძე, ალეკო ბოყოჩაძე,  გიორგი ნემსაძე, და სხვები...
                                             ფოტომატიანე....

                                       6
                                                                           შეხვედრა ლევან გოთუასთან. 1960 წლის 6 ივნისი         
 

 7  შეხვედრა მოჭადრაკე ქალთა რესპუბლიკური ჩემპიონატის მონაწილეებთან. 1960 წლის 2 აპრილი
 9
მოცეკვავეთა ჯგუფი სასკოლო ზეიმზე ასრულებს ცეკვას ,,მაზურკა''. 1962 წლის იანვარი.

   5
1962 წლის 25 თებერვალს მოეწყო შეხვედრა ქალაქის მოწინავე ადამიანებთან, რესპუბლიკის სახალსო არტისტი იპოლიტე ხვიჩიასთან. 
 24
მე-19 სკოლის მოსწავლეები მეგობრობდნენ ქალაქის პირველი, მეექვსე, ოცდამეორე სკოლის თანატოლებთან. მათთან ერთად ბევრი საინტერესო ღონისძიება არის ჩატარებული. ფოტოზე აღბეჭდილია ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელთა გუნდთან შეხვედრა, რომელიც ,,ა'' კლასში გადავიდა. 1963 წლის იანვარი.

                                        8
მე-7 კლასის მოსწავლე მაყვალა იაშვილი სამახსოვრო საჩუქარს გადასცემს ტორპედოს ოსტატ ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანს გურამ ცხოვრებოვს. 1963 წლის იანვარი.      




4

მე-6 კლასის მოსწავლე მ. ჯაგაევა უმცროს მეგობრებს უკითხავს ჟურანალ ,, დილის'' ახალ ნომერს. 1963 წლის ნოემბერი.

   
 3
                              სასკოლო შეჯიბრი ფეხბურთში. 1963 წლის სექტემბერი.


 
   2
 ვოკალური ტრიო ,,თოლია'' - გ.გველესიანის, ლ. ჯაკობიას, ო. ზივზივაძის შემადგენლობით. ასრულებენ სიმღერას ,, გაზაფხული'', 1964 წლის მარტში მოსწავლეთა მხატვრული კოლექტივების საქალაქო დათვალიერებაზე.
 1
სკოლის მომღერალთა გუნდი მოსწავლეთა მხატვრული კოლექტივების დათვალიერებაზე. 1964 წლის მარტი.


                                                                           16

                                                              ექსკურსია ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში.                                                   1965 ქლის მაისი.



11
მე - 19 საშუალო სკოლა ყვავილების დღესასწაულზე. 1966 წლის მაისი.


                                                   22

ჩვენი სკოლის სპორცმენები ხშირად მონაწილეობდნენ საქალაქო თუ რესპუბლიკურ ღონისძიებებში. სურათზე: 11 კლასის მოსწავლე რამაზ ბასილაძე საქალაქო შეჯიბრებაში მონაწილეობისას. 1966 წლის მაისი.


23

სკოლის მოსწავლეები შოთა რუსთველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საქალაქო ზეიმზე.  1966 წლის სექტემბერი.
 10
შეხვედრა ქალაქის მოწინავე ადამიანებთან. სკოლის დირექტორი ი. ბალანჩივაძე და  მოსწავლეები. 1967 წლის თებერვალი.


  15
 შეხვედრა ჩვენი ქალაქის ქალ პოეტებთან - ლილი ნუცუბიძესთან და რუთა ბერიძესთან. 1967 წლის მარტი.
შეხვედრა აკადემიკოს რაფიელ დვალთან  და ჩვენი სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან.                                                                                                     1963 წლის მაისი.ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1968 წლის ოქტომბერი. 

შეხვედრა სამამულო ომის მონაწილეებთან: გენერალ პ.ჩხობაძესთან და პოლკოვნიკ გ. ფაჩუაშვილთან. 1969 წლის მაისი.


შეხვედრა მხატვარ მიხეილ ჯანაშვილთან. 1970 წლის ნოემბერი.


ხალხური თვითშემოქმედების საქალაქო დათვალიერებაზე. 1971 წელი.


 გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი  ლიტერატურული დილა. 1973 წლის ოქტომბერი.




                                                                                                                                                                           





მოსწავლეები უვლიდნენ საფიჩხიის ძმათა სასაფლაოს. 1985 წელი

    
 შეხვედრა პოეტ ზურაბ კუხიანიძესთან. 1986 წლის დეკემბერი.


   



,,გაზაფხული შემოსულა'' ... პოეზიის საღამო  2006 წელი.





სტუმრად ოტია იოსელიანთან  წყალტუბოში  2010 წელი , მე -11 კლასი
                                                                     

                                                              
 

                                                                     

                                                   
 







No comments:

Post a Comment